Sunday, September 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


  1. პროექტის სახელწოდება: ქართული საერო ხუროთმოძღვრება.
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: როექტის მთავარი იდეაა,ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების შესწავლა და მათი მხატვრული ანალიზი.
  3. პროექტის აქტუალობა: ქართული საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები, კოშკები და საცხოვრებელი სახლები დღესაც მთავარი სამკაულია სვანური სოფლების. მიუხედავად იმისა, რომ დრომ ისინი საკმაოდ დააზარალა,სახლთა და კოშკთა დიდი ნაწილი მაინც გადაურჩა ჟამთა სიავეს,ზოგმა მათგანმა კი მრავალსაუკუნოვან ასაკს მიაღწია და დღესაც ყოფის ცოცხალ ელემენტს წარმოადგენს. ასეთი საცხოვრებელი კომპლექსები საიმედო და მდიდარი წყაროა არა მარტო მატერიაური კულტურის, არამედ საზოგადოებრივი ყოფის ისტორიის შესწავლისათვის.. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ლიტერატურა ამ თემაზე საკმაოდ ბევრია, მთის საცხოვრებელი ჯერაც არ არის სრულად გამოკვლეული,ამასთანავე ამ თემაზე არ არსებობს მთის საცხოვრებელი სახლების სახელოვნებათმცოდნეო ანალიზი. რაც არჩეულ თემას უფრო აქტუალურს ხდის.
  4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია  მოსწავლეების მიერ ქართული საერო ძგლების შსწავლა,ინტერიერის მხატვრული ანალიზი და შედარებითი ანალიზი საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ტრადიციულ საცხოვრებელ არქიტექტურასთან.
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-9-ე  კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა იქნება 1 თვე.
  7. მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებისათვის ცოდნის გაღრმავება,ხალხური ხუროთმოძღვრების გაცნობა და ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღება.აგრეთვე საერო ხუროთმოძღვრების შესახებ მიღებულიცოდნის გამოვლენა,ინფორმაციის დამოუკიდებლდა მოძიებისა და გამოყენების, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,საპრეზენტაციოუნარ-ჩვევების განვითარება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები ისარგებლებენ მითითებული სახელმძღვანელოებით:
  • მიშა ჩართოლანი-,,ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან"
  • ვერა ბარდაველიძე-,,უძველესი რელიგიური სარწმუნეობა"
  • ბესარიონ ნიჟარაძე-,,უშგულის აღწერა"
  • ვახტანგ ცინცაძე-,,ქართული ხელოვნება"
  • სერგი მაკალათია-,, საბრძოლო და თავდაცვითი ნაგებობანი"
  • ანზორ ქალდანი-,,სვანეთის კოშკურა ნაგებობები"
აგრეთვე პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს მივაწოდებ ფოტო და                       ვიდეომასალას.რაც საშვალებას მისცემს მათ უკეთ გაეცნონ ქართული   ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
      9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ სხვადასხვა თემებს:
I ჯგუფი სვანეთის ხალხური ხუროთმოძღვრება.
II ჯგუფი- ხევსურეთის ხალხური ხუროთმოძღვრება.
III ჯგუფი- ფშავ/ხევსურეთის ხალხური ხუროთმოძღვრება.
IV ჯგუფი- შედარებითი ანალიზი საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ტრადიციულ საცხოვრებელ არქიტექტურასთან.
     10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ხელოვნებასთან.
     11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქეთევან ბრეგვაძე
     12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qetibregvadze91gmail.com
     13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qetibregvadze.blogspot.com